მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"COVID-19-ზე ტესტირებების მაჩვენებლით საქართველო მე-10 ადგილზეა" - NCDC-ის ანგარიში

62ec286034747
ალა ისპირიანი
05.08.22 00:37
783
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორისაა, რომლებიც ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან.

„საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად სპეციფიკური ტესტირება 2020 წლის 4 თებერვალს დაიწყო, დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 18 161 408 შეადგინა, მათ შორის PCR – 7 251 308 და ანტიგენი - 10 910 100.

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ტესტირების (PCR+ანტიგენი) მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე 4 897 შეადგენდა (მათ შორის PCR ტესტირების - 1 955, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირების - 2 942). საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორის, რომლებიც ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან და მე-10 ადგილს იკავებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ბოლომდე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების წილი 60-70%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება PCR ტესტირებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში 2020-2022 წლების, COVID-19-ის შესახებ ანალიზს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები