მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება" - თორნიკე რიჟვაძე ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

64bbeb009f7d7
BM.GE
22.07.23 18:51
431
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

"შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სამომავლოდ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება.

თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას საგრძნობლად უწყობს ხელს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები