მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამიჭირონ, მაგრამ რატომ უნდა დამიჭირონ, არ ვიცი" - ავთანდილ წერეთელი

61de7ae9f2ed5
ინგა მურუსიძე
12.01.22 10:56
487

"თუ დამიჭერენ, დამიჭირონ, მაგრამ რატომ უნდა დამიჭირონ, არ ვიცი", - ამის შესახებ ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ტელეკომპანია „პირველში“ იმყოფება და განაჩენის გამოცხადებას სწორედ იქ ელოდება.

"ყველაფერს ველოდები, გასაკვირი არაფერია. არავინ იცის, რა მოხდება. დამიჭერენ, დამიჭირონ, მაგრამ რატომ უნდა დამიჭირონ არ ვიცი“, - ამბობს ავთანდილ წერეთელი პროცესის დაწყებამდე.

თავის მხრივ, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთლის თქმით, მამამისის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სწორედ ტელეკომპანიას ელოდება.

„მამამ შეწყვიტა მკურნალობა, ჩამოვიდა და აქ ვართ. ჩვენ არ გვეშინია, თუ დაჭერა უნდათ, მამა მზად არის გახდეს პოლიტიკური პატიმარი. მოვიდნენ და დაადონ ბორკილები, თუმცა მინდა, "ქართულ ოცნებას" ვუთხრა, რომ ტელევიზია არასოდეს შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას და იქნება ისეთი, როგორიც იყო ბოლო 7 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ხდება სწორედ ტელევიზიის გამო“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები