მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარჩება არჩევანი - ან აწარმოო შავი ბიზნესი “ოცნებასთან” ერთად ან გაქრე" - ხაზარაძე ოლიგარქიის შესახებ

6362c38249058
BM.GE
02.11.22 23:10
658
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ცდილობს ოლიგარქიის ცნება დაამახინჯოს.

მისი მოზარდებით, აღნიშნული ცნების დამახინჯება მომავლში სახიფათო სახეს მიიღებს, რადგან ადამიანებს სიმდიდრის და დოვლათის შექმნის შეეშინდებათ.

იგი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში დამოუკიდებელ ბიზნეს კლასს გაანადგურებს და დარჩება მხოლოდ არჩევანი - "ან აწარმოო შავი ბიზნესი “ოცნებასთან” ერთად ან გაქრე". 

"პარლამენტი განიხილავს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. "ოცნება" ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს. ამიტომ პირველ რიგში ოცნების მესვეურებს განვუმარტავ ოლიგარქის ცნებას - ეს ნიშნავს მცირეთა ძალაუფლებას, ერთი მუჭა ელიტური დაჯგუფების მმართველობას, მათ მიერ ადმინისტრაციული და სახელისუფლო ბერკეტების ფლობას და ბოროტად გამოყენებას!

ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც შექმნა, ზუსტად ასეთი, ოლიგარქიის დანაშაულებრივი სისტემა, თავად ჩრდილოვანი მმართველია, ხოლო მისი ხელისბიჭებისგან შექმნილი მთავრობა, საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა, სასამართლო, პროკურატურა, მედია ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებით მართავს და უფრსკულისკენ მიაქანებს ქვეყანას!

ამავე დროს, ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნეს კლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს.

მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. ოცნების ტროლ-ბოტები დიდი ხანია ცდილობენ ჩემს გაშავებას, ამაში წლებია უდიდესი ფული იხარჯება... ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ კიდევ უფრო სახიფათო სახეს მიიღებს. ადამიანებს შეეშინდებათ სიმდიდრის და დოვლათის შექმნის, შეეშინდებათ ბიზნესის წარმოების, შეეშინდებათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის, ეს გაანადგურებს ქვეყანაში დამოუკიდებელ ბიზნეს კლასს და დარჩება მხოლოდ ამგვარი არჩევანი - ან აწარმოო შავი ბიზნესი “ოცნებასთან” ერთად ან გაქრე...

არ დავუშვათ ამგვარი არჩევანის წინაშე დარჩენა", - ამბობს ხაზარაძე. 

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც უკრაინული მოდელის ანალოგს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ პირი ოლიგარქად გამოცხადებისთვის ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილია ქონებრივი მოთხოვნაც, კერძოდ აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 247 მილიონი ლარის აქტივები. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ. კიდევ ერთი შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვის აკრძალვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები