მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეიდან, დიღმის საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით ამოქმედდება" - თამარ გაბუნია

611f72aa42763
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 13:14
876
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ გუშინ საღამოს დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები მიიღო.

მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალი დღეიდან სრულად ამოქმედდება და ის ძირითადად პაციენტების დროებითი დაყოვნებისთვის იქნება განკუთვნილი.
„გუშინ საღამოს დიღმის საველე ჰოსპიტალის ოპერირების აუცილებლობა დადგა. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას.

საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვისაა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტ ხანს პაციენტის დაყოვნება არ უნდა მოგვიხდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს რომ ჰოსპიტალური სექტორი სრული დატვირთვით მუშაობს, თამარ გაბუნიამ უპასუხა: „ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვითაა და თუ ადგილი თავისუფლდება მაშინვე ხდება მისი შევსება. არის სარეზერვო ადგილები, მაგრამ პაციენტების მიღება ძირითადად ბრუნვის ხარჯზე ხდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები