მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ოცეულის" სამიტი დაიწყო

637324f0eb935
თამთა ჯიჯავაძე
15.11.22 09:29
668
"დიდი ოცეულის" სამიტი დაიწყო. 19 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის და ასევე ევროკავშირის ლიდერები ინდონეზიაში, კერძოდ, კუნძულ ბალიზე შეიკრიბნენ, სადაც გლობალური ეკონომიკის საკითებზე იმსჯელებენ. ყოველ წელს შეხვედრას "დიდი ოცეულის" წევრი ერთი ქვეყანა თავმჯდომარეობს და მის დღის წესრიგსაც განსაზღვრავს. წელს, თავმჯდომარე ინდონეზიაა, რომელზეც ლიდერები გლობალური ჯანდაცვის ზომებსა და პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, წელს დისკუსიების დიდი ნაწილი ამ საკითხსაც დაეთმობა.

ამასთან, სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს ბევრი ლიდერი გამართავს.

ცნობისთვის, "დიდ ოცეულში" შემავალი ქვეყნებია თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და რუსეთი, ასევე, ევროკავშირი, როგორც ბლოკი.

"დიდი ოცეულის" წლევანდელ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის მაგივრად რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება. ლავროვზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მოგვიანებით რუსეთის მთავრობამ უარყო.

ცნობისთვის, "დიდი ოცეულის" წევრებზე მსოფლიო ეკონომიკის 85%, ხოლო მსოფლიო ვაჭრობის 75% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები