ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი ქართული კომპანია “შიკოლი” წინასააღდგომოდ მომხმარებლებს 5-6 სახეობის სასაჩუქრე ნაკრებს სთავაზობს, რომლის ფასიც 12 ლარიდან იწყება და 80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა თამთა ბენაშვილმა განუმარტა, ამჟამად მათ მაღაზიებში სააღდგომო ფორმის შოკოლადები, როგორც საცალო, ასევე სასაჩუქრე შეფუთვებით იყიდება.
“სასაჩუქრე ნაკრები რამდენიმე სახეობის გვაქვს, რათა მომხმარებლების მოთხოვნებს მოვერგოთ და მათ საკუთარი სურვილის მიხედვით ნაკრების შექმნა შეეძლოთ.
ყველანაირი მომხმარებლები გვყავს. თუმცა, ამ პერიოდში განსაკუთრებით კორპორატიული შეკვეთები იმატებს, რაც წელს დიდი რაოდენობით გვაქვს. შეკვეთების პროცესი წინასააღდგომოდ ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიური ხდება", - აღნიშნა თამთა ბენაშვილმა.