მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დოქტორ ენტონი ფაუჩის გათავისუფლება წარმოუდგენელია" - NIH-ის დირექტორი

5f11a912c6d05
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.20 23:30
1905
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი (NIH) ფრენსის კოლინზი აცხადებს, რომ დოქტორ ენტონი ფაუჩის გათავისუფლების იდეა "წარმოუდგენელია". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ფაუჩი არის შესანიშნავი მეცნიერი, რომელიც 30 წელზე მეტია აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფექციური დაავადების დეპარტამენტს ემსახურება. ის გახლავთ ჩვენი მთავარი სპეციალისტი, რომელიც ჩართულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში. ასეთ კრიტიკულ მომენტში, ისეთი წამყვანი სპეციალისტის დაკარგვა, როგორიც ფაუჩია წარმოუდგენელია“, – განაცხადა კოლინსმა.

ფაუჩი ამჟამად ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია, რომელიც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფექციური დაავადების დეპარტამენტს ექვემდებარება, შესაბამისად კოლინსი ფაუჩის ხელმძღვანელია.

კითხვაზე, გაუშვებს თუ არა ის ფაუჩის დაკავებული პოზიციიდან, თუ ამას მთავრობის წამომადგენლები ან თუნდაც პრეზიდენტი ტრამპი მოითხოვს, მან გაიცინა და უპასუხა: „ჩემი პასუხი ამ კითხვაზე უკვე იცით“.

შეგახსენებთ, რომ ფაუჩისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპი აშშ-ში რეკორდულად გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების გამო გააკრიტიკეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები