ჩაქვში, სასტუმრო-კომპლექს „დრიმლენდ ოაზისში“ ამჟამად 800-მდე ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ bm.ge-ის სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ წარმომადგენელმა უთხრა.
როგორც სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტში ამბობენ, ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.
ინფორმაციისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ ერთ-ერთ დამსვენებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისივე თქმით, სასტუმროში მყოფ ყველა ადამიანს, სავარაუდოდ, ჩაუტარდება ტესტები და კარანტინში ან იზოლაციაში გადაიყვანენ.
მისივე თქმით, სასტუმროში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.