მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დროა, საქართველოს მთავრობამ თავის მართლების ნაცვლად მოქმედება დაიწყოს" - ევროპარლამენტარი

62c5eac218f62
თამთა ჯიჯავაძე
07.07.22 00:02
674
“ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა საქართველოს მთავრობამ, თავის მართლების ნაცვლად, მოქმედება დაიწყოს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მან სოციალურ ქსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება გააზიარა, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი.

როგორც შარლ მიშელი აცხადებს, ევროკავშირი მზადაა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი პირობები შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები