მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრო სკუტერებზე მომართვიანობა გაორმაგდა" - “ელექტრო სკუტერები საქართველოში”

635115bf9bc00
ლიკა გურაბანიძე
20.10.22 23:55
990
გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის ფონზე, ალტერნატიულ ტრანსპორტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი გზებზე არსებულ ე.წ. პიკის საათშია.

მზარდია, როგორც ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი, ასევე მისი გაყიდვები. მაგალითად, გაზაფხულის შემდეგ სკუტერებზე მოთხოვნა კომპანია “ელექტრო სკუტერები საქართველოში” გაყიდვები გაზრდილია.

კომპანიის მენეჯერი ხატია ქასრაშვილი ამბობს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგებულია, რისი მიზეზიც დედაქალაქში არსებული საცობებია. 

“გაზაფხულის შემდეგ ელექტრო სკუტერებზე მომართვიანობა გაორმაგდა. ჩვენთან მოსული მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საცობების გამო ელექტრო სკუტერებზე, როგორც ერთ-ერთ ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადმოსვლა სურთ,” - განმარტა ხატია ქასრაშვილმა და დასძინა, რომ გაყიდვების მაჩვენებლების ზრდის პარალელურად, კომპანიას ელექტრო სკუტერის შეკეთების სერვისზე მოთხოვნაც გაეზარდა.

კომპანიაში ასევე ამბობსნ, რომ მაღალი მოთხოვნის ფონზე სამომავლოდ თანამშრომლების დამატებას და გაფართოვებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროსკუტერების ფასები 1 150 ლარიდან 6 000 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები