მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკაში ორი არჩევანი გვქონდა - ვყოფილიყავით პოსტსაბჭოთა ან ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი" - თურნავა

6061b5cb00d45
ინგა მურუსიძე
29.03.21 15:14
671
"ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით, საქართველოს  ორად ორი არჩევანი ჰქონდა - სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი.

"მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი - დაწყებული შავ ზღვაზე არსებული გადამცემი კაბელით, დამთავრებული „ნამახვანჰესით“ და ზოგადად, ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, არის მთლიანი ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ეს არის ჩვენითვის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები