მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ-ერთმა კომპანიამ უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, უკრაინელების თხოვნით მადლობას ვუხდი მათ" - სასტუმრო "ეპიზოდი"

62225eea02159
BM.GE
04.03.22 22:32
1940
სასტუმრო "ეპიზოდს" უკრაინის მოქალაქეები სრულიად უსასყიდლოდ ჰყავს დაბინავებული. ამის შესახებ მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სასტუმროში დაბინავებულ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალური ყურადღება ექცევა სასტუმროს გუნდის მხრიდან.

bm.ge-სთან საუბარში ჩერქეზიშვილი რიგითი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ გამოჩენილ მზრუნველობასაც უსვამს ხაზს.

"სახელმწიფოს, და რიგითი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ გამოჩენილი მზრუნველობაც უნდა აღინიშნოს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კომპანია Wondernet Express Investment Group-ისა და Wondernet Express Georgia-ს მიერ გამოჩენილი უპრეცედენტო ქველმოქმედება. კომპანიის დირექტორებთან, მამუკა მურჯიკნელთან და ალექსი ნიკოლეიშვითან ერთად მოვიდა თავად დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი და სასტუმროში მყოფ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, საკმაოდ სოლიდური თანხა გადასცა.. მიუხედავად იმისა რომ მან არ ისურვა თავად ამ თემაზე საუბარი, უკრაინელებმა თავად მთხოვეს მადლობა საჯაროდ გადამეხადა მათთვის", - განუცხადა bm.ge-ს ჩერქეზიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები