მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ წელიწადში 270 000 ბინას ააშენებენ" - ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა

63f8957ec63bb
BM.GE
24.02.23 14:45
1109
ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, მადლობა გადაუხადა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს.

„ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ 40 000-ზე მეტი გარდაცვლილი არის დადასტურებული უკვე და 100 000-ზე მეტი არის დაშავებული. ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ ერდოღანთან, მან მითხრა, რომ მისი დავალებით უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი, გეგმა აქვთ გაკეთებული და დაახლოებით ერთ წელიწადში 270 000 ბინას ააშენებენ და ყველა ეს ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები