მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი საათით მუშაობის გადაწევა-გადმოწევის ლოგიკა არ მესმის" - "შავი ლომი"

615c60b10bfd0
ინგა მურუსიძე
05.10.21 19:15
958
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან, 1 საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. 

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ  რესტორნებისთვის ამით ბევრი არაფერი იცვლება.

„სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარია ლოგიკა ერთი საათით გადაწევის ან გადმოწევის. ვერ ვხვდები ეს როგორ ავნებს ან გააუმჯობესებს ეპიდვითარებას. ამდენად, გარდა იმისა, რომ სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ გვეძლევა, არაფერი გვეცვლება, მაინც შეზღუდული ვართ. ადამიანები სამსახურებს ამთავრებენ გვიან და მათ არ აქვთ საშუალება რესტორნებში მოვიდნენ.

უფრო ლოგიკური იქნებოდა, მთავრობას დაეწესებინა რეგულაციები, რომლითაც რესტორანი იქნებოდა "მწვანე სივრცე", სადაც ადამიანები აცრის ან ნეგატიური ტესტის გარეშე უბრალოდ ვერ შემოვიდოდნენ - ეს არის ევროპული მოდელი. მაგალითად, თურქეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი ისე ვერ ახვალ, თუ ტესტი ან აცრა არ გაქვს გაკეთებული“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები