მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ბიჭი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება... რელსებიდან გადავიდა" - კარლ ბილდტი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

62b38684da28d
ალა ისპირიანი
23.06.22 01:00
8878
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ეს ბიჭი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერ მინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ძალიან კარგი ქვეყნისთვის ტრაგედიაა", - წერს "ტვიტერზე"  კარლ ბილდტი. 

ცნობისთის, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას კარლ ბილდტის ცოლი ოპოზიციის ლობისტობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ცოლის კომპანიას  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები