მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ჩემი პირადი პრობლემაა, ამას თავს გავართმევ.." - ლევან მურუსიძე აშშ-ის სანქციაზე

642eb4971df4d
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 16:03
426
აშშ-ის მიერ სანცირებული სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ წლებია აშშ საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას ცდილობს.

“მთავარი ის კი არ არის აშშ ლევან მურუსიძეს სანქციას დაუწესებს თუ არა, ეს ჩემი პირადი პრობლემაა. რეალურად ამას თავს გავართმევ. მთავარია ის, რომ კორუფციაზე საუბარი საერთოდ არ არის და ამის დამადასტურებელი ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, მთავარი არის ის, რომ აშშ-ს საელჩოს წლებია აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-მ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა",-აცხადებს მურუსიძე. 

5 აპრილს აშშ-ის მიერ დასანქცირდა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე].

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები