მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა, 1 მლრდ 500 მლნ ლარი იხარჯება ყოველწლიურად" - პრემიერი ონლაინ კაზინოებზე

621694c17bd37
BM.GE
24.02.22 00:08
800
პირველი მარტიდან ყოველგვარი რეკლამა აიკრძალება და 25 წლამდე მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ონლაინ კაზინოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა წლების განმავლობაში და 1 მლრდ 500 მლნ ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში ყოველწლიურად.

„რაც შეეხება ონლაინ კაზინოებს - ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა,  და 1 მლრდ 500 მლნ ლარი იხარჯება ონლაინ კაზინოებში ყოველწლიურად. ამ გაჭირვებულ, გაღარიბებულ მოსახლეობას ეხება პირველ რიგში ეს. ძირითადად თამაშობენ მცირეწლოვანი ბავშვები, ახალგაზრდები და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ მანკიერ თამაშებში და მილიარდიც რომ შემცირდეს, ეს უკვე ძალიან დიდი შვება იქნება, ანუ მეტი ფული დარჩება ჩვენს მოსახლეობას და სხვა რაღაცეებში გამოიყენებს. ამიტომ მე ვთქვი და მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან, შემდეგ მთავრობაზე, რომ უნდა შეჩერდეს და შევაჩერეთ კიდეც. უმრავლესობა, პარლამენტი გამოგვყვა, გაიზიარეს აღნიშნული და ეს გავაკეთეთ. პირველი მარტიდან ყოველგვარი რეკლამა აიკრძალება და 25 წლამდე მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ონლაინ კაზინოებით. ჩვენ ერთის მხრივ ონლაინ კაზინოებს ვუთხარით, რომ ვაწესებთ შეზღუდვას 25 წლამდე და აღარ გაგაძარცვინებთ, არ მოვერიდები ამის თქმას, და მეორეს მხრივ, ჩვენ მათ ვუთხარით რეკლამის შეზღუდვა, თუმცა აქვე გადასახადებიც გავუზარდეთ. ლენდ კაზინოებს რა შეეხება, ეს შეზღუდვა მათზე არ ვრცელდება. ეს არის საზოგადოების პრობლემა. როცა გაჭირვებული ადამიანი თამაშობს, პენსიონერ ბებიას, ბაბუას, მშობლებს პარავს ფულს და მიდის და თამაშობ, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ მასობრივი სპორტის განვითარება, განათლება, დასაქმება, რაც მინდა, რომ გავაკეთოთ. ჯარში ვიწვევთ საკონტრაქტო სამსახურში ახალგაზრდებს. რატომ უნდა დახარჯოს თავისი ძვირფასი დრო ენერგიულმა ადამიანებმა, როცა შეუძლიათ, ჯარში მივიდნენ, იმსახურონ, მიიღონ კარგი კვება, კარგი სერვისები, სხვა უნარები შეიძინონ “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები