მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა" - თბილისი-ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგა

63971fbbb66c4
ნინო ჩიბჩიური
12.12.22 16:32
1965
დღეიდან თბილისი-ხაშურის მატარებლის მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში დეპუტატის ბიუროს სტუდენტები მატარებლის რეისების აღდგენის თაობაზე სისტემატურად მიმართავდნენ.

როგორც დუგლაძემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მატარებელი ხაშურიდან თბილისის მიმართულებით დღეში ერთხელ იმოძრავებს და მისი გასვლის დრო 16:40 საათი იქნება. თბილისიდან კი უკან 18:25 საათზე დაბრუნდება. 

„პანდემიის პერიოდში მოძრაობა შეჩერდა და ამ დომდე ამ მატარებლით მხოლოდ პერსონალი გადაადგილდებოდა. დღეიდან კი შეუძლიათ მოქალაქეებს ამ ტრანსპორტით გადაადგილება. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყველაზე მეტად სტუდენტებს აწუხებდათ. სწორედ მათგან შემოდიოდა წერილები. გუშინ გვქონდა შეხვედრა შესაბამის სამსახურთან და მიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია“, -აღნიშნა ზაალ დუგლაძემ.

თბილისი-ხაშურის მატარებლით მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები