მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო ვაი-პატრიოტიზმზე აგებული პროტესტი“ - მაკა ფარცვანია „ნამახვანჰესზე“

6208d912dcc78
მარიამ იზორია
13.02.22 16:20
2436
„ეს იყო ვაი-პატრიოტიზმზე აგებული პროტესტი“, - ასე აფასებს ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ქვეყანას ინვესტორი დააკარგვინა.
მისი აზრით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს იყო დროში დაგვიანებული და არასწორად აღქმული ქმედებები.

მაკა ფარცვანიას თქმითვე, პროტესტის განმავლობაში საგნობრივი დისკუსია არ გამართულა და გაუაზრებელმა ნაბიჯებმა კი ქვეყანას მნიშვნელოვანი ინვესტორი დააკარგვინა.

„პირველი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც მთავრობამ „ნამახვანჰესის“ მიმართებით გააჟღერა, ეს იყო ფონდის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას ექნებოდა ის სარგებელი, რაც მათ სხვა რეგიონებისგან განასხვავებდა, ამით დამტკიცდებოდა ის, რომ პროექტი მოსახლეობისთვისაც სასარგებლოა. სამწუხაროდ, ფონდი მოსახლეობამ სწორად ვერ გაიგო. პროექტს ახლდა ემოციები, ეს იყო ვაი-პატრიოტიზმზე აგებული პროტესტი, რადგან რეალურად არავინ გადასულა საგნობრივ დისკუსიაზე - იყო თუ არა პროექტი გამართული, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას და ა.შ. პროტესტს ერთი ხაზი ჰქონდა - „ქართული მიწა არ იყიდება“ და საბოლოოდ პროცესები უმართავ ფაზაში გადაიზარდა“, - განაცხადა მაკა ფარცვანიამ.

ამასთან, მისი შეფასებით, როგორც სახელმწიფომ, ისე - ინვესტორმა მათთვის დაკისრებული დაკისრებული ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა.

„შედეგად, პროექტი ჩავარდა; ეს ჩავარდნა მძიმე ტვრითია ინვესტორისთვის, რადგან მას ამ ქვეყნისთვის დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ასევე ტვირთია სახელმწიფოსთვის, რადგან ქვეყანამ მონდომებული ინვესტორი დაკარგა, რომელიც ახლა იმ თანხებს, რაც ჩვენთან უნდა დაეხარჯა, სხვა ქვეყანაში დახარჯავს. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ყოველდღიურობის გაუმჯობესების შანსი დაკარგა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ $800-მილიონიანი "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. Bm.ge-ის ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. ამ ყველაფერს კი, ENKA-ს მიერ, გასული წლის სექტემბერში, სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთებული განცხადება უძღოდა წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები