მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეტაპობრივად საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდება“ – WizzAir

62a042abb67e9
მარიამ ადამია
12.06.22 10:50
5451
„განიხილავთ თუ არა საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბს? – BMG-იმ ეს კითხვა WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელს, ჟაჟა ტრუბეკს დაუსვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდეს და ავიაკომპანია WizzAir, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადადგმულია და მუდმივად ვმუშაობთ რეისების დამატებასა თუ მგზავრთნაკადის გაზრდაზე, რაშიც ხელს შეგვიწყობს აგვისტოში კიდევ ერთი ხომალდის დამატებაც. ეს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ქვეყანასთან დააკავშირებს. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა პანდემიის ეკონომიკური ეფექტების დაძლევა და პანდემიამდელი მაჩვენებლების დაბრუნებაა, შემდეგ კი, ეტაპობრივად საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდება,“ - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პრობლემები ყოველთვის არის და ამ ეტაპზე მთავარი რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოზე.

„რაც მთავარია, რაიმე განსაკუთრებული და სპეციფიკური გამოწვევა საქართველოში არაა, ანუ იგივეა რაც მაგალითად უნგრეთში, პოლონეთში ან თუნდაც დიდ ბრიტანეთში. საუბარია ძირითადად გლობალურ პრობლემებზე, რომლებსაც ქვეყნებზე შესაბამისი ეკონომიკური ეფექტები აქვთ. მდგომარეობა არაა მარტივი და ერთ-ერთ ბარიერად შეგვიძლია მთელს მსოფლიოში კადრების დეფიციტი დავასახელოთ. პარალელურად არ ვართ დაზღვეული რომ კოვიდპანდემია ისევ არ განმეორდება, შესაბამისად ეს ყველა ფაქტორი ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მოგზაურობის სურვილზე და შესაბამისად საავიაციო სექტორზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში,“ - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები