მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს 12 პუნქტი ქართველი პოლიტიკოსებითვის დიდი გამოწვევაა... მათ ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვთ"

62ce988e1f010
მარიამ იზორია
13.07.22 14:07
612
საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, „ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა ქართველი პოლიტიკოსებითვის დიდი გამოწვევაა, რადგან მათ ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვთ. 

„ქართველი პოლიტიკოსებისთვის ევროკავშირის 12 პუნქტი დიდი გამოწვევაა; მესმის, რომ ბევრ ნაწილში ეს რთული შესასრულებელია, რადგან საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ევროკავშირს კი სწორედ ამის დანახვის იმედი აქვს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ პარტიები შეძლებენ და იპოვიან ძალას თანამშრომლობის გასაგრძელებლად. რადგან თუ სურთ იყვნენ პროევროპული პარტიები ეს 12 პუნქტი უნდა გაითვალისწინონ“ - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა მედიასთან.

ელჩი, მმართველი პარტიის მიერ ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცახდებებსაც გამოეხმაურა.

„ეს არის ისეთი რამ, რასაც ქართული მედია ზემდეტ ყურადღებას უთმობს და ყურადღება გადააქვს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისგან; ისეთი საკითხებისგან, რომლებზეც ახლა უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორიც მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტი და სხვა გამოწვევები. სასარგებლო არ არის მედიის მიერ ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დავა კონკრეტულ დიპლომატებსა და ინდივიდებს შორის”, - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები