მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევოლუშენ ჯორჯია" დომინანტურ მდგომარეობას თანამშრომლების წინააღმდეგ ბოროტად იყენებს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

62fbf2eb3d9f8
BM.GE
17.08.22 00:30
1206
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, "ევოლუშენ ჯორჯია" პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს არღვევს და დომინანტურ მდგომარეობას თანამშრომლების წინააღმდეგ ბოროტად იყენებს.

"პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურს, 2022 წლის 24 ივნისს დაინტერესებულმა პირმა შეტყობინებით მიმართა, რომელმაც მიუთითა, რომ შპს "ევოლუშენ ჯორჯიამ" 2022 წლის 26 მაისს ე.წ რეტრენინგი" ჩაატარა იმ თანამშრომლებისთვის, ვისი შესრულებული სამუშაოს ხარისხი დაბალი იყო ან/და ხშირი შეცდომები ჰქონდათ.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში "ევოლუშნ ჯორჯიამ" თანამშრომლებს აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც თბილისის ე.წ "სტუდიოში" დასაქმებული თანამშრომლების შეცდომები იყო ასახული, ამასთან ვიდეოჩანაწერში ნაჩვენები პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, რადგან სახე არ ჰქონდათ დაფარული. შეტყობინების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ვიდეომასალა უხერხულ მომენტებს და თანამშრომლების ემოციურ რეაქციასაც მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ "ევოლუშენ ჯორჯიას" არგუმენტი ვიდეოჩანაწერების თანამშრომლებისთვის გაზიარების შესახებ და მასში, თანამშრომლების სახის არ დაფარვა თითქოსდა მიმიკური აუცილებლობითაა ახსნილი, რაც არარელევანტურია, რადგანაც გადამზადების დროს საერთოდ არ იყო მსგავს საკითხზე ხაზგასმა. შესაბამისად ვიდეოჩანაწერები უნდა ყოფილიყო შეცდომებზე ხაზგასმა, რაც რეალური მიზანია გადამზადების. უნდა აღინიშნოს, რომ შპს "ევოლუშენ ჯორჯია" დომინანტურ მდგომარეობას თანამშრომლების წინააღმდეგ ბოროტად იყენებს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემთა სამსახურის უფროსმა გადაწყვიტა შპს "ევოლუშნ ჯორჯია" ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები