"ევროკრედიტი“ ბიზნესის წარმატებას დროულ მედიაციაში ხედავს და მიესალმება მედიაციის გზით დავების დარეგულირების მეთოდის გამოყენებას. მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას. სასამართლოსა და არბიტრაჟისგან განსხვავებით, მედიაციის პროცესში გადაწყვეტილებას თავად მხარეები იღებენ და კონფლიქტი, თუ დავა, სრულდება სწრაფად, ნაკლები დანახარჯებით. ეს უკანასკნელი კი ღირებული პროცესია ფინანსური სექტორისათვის, რასაც მოწმობს შესაბამისი სასამართლო სტატისტიკაც, რომლის თანახმად 2020 წლის სავალდებულო მედიაციის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრისათვის გადაცემული მიკროსაფინანსო დავებიდან (სასესხო ვალდებულებებიდან წარმოშობილი დავებიდან) მორიგებით დასრულდა საქმეთა 80%.
დავის მედიაციის გზით გადაწყვეტა, როგორც გამსესხებლებისთვის, ისე მსესხებლებისთვის მისაღები და ავთენტური გამოსავალია. აღნიშნულ პროცესში მედიაციის არჩევით მხარეები ზოგავენ უამრავ დროს, დანახარჯებს და შედეგად იღებენ მათზე მორგებულ და კონტროლირებად პროცესს", - განაცხადა ,,ევროკრედიტის" იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიო დუღაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაციას ფინანსურ სექტორში.
(R)




























