„ევროკრედიტმა ბოლო პერიოდში არსებულ თუ ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადაიყვანა. კომპანიის მიზანია სხვადასხვა სფეროს და ინდუსტრიის, ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორობა რაც გააძლიერებს ორივე მხარის და მომხმარებლების ინტერესებს. IT, ფინტეკ, აუდიტორული, საგანამანათლებლო და სხვა ინდუსტრიების წამყვან ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების შემდეგ, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს „სამედიცინო სამართლის ასოციაციასთან“.
"ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მათ მარტივი და ძალიან სწრაფი ხელმისაწვდომობა ექნებათ სანდო წყაროებთან, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ნებისმიერი პრობლემის დროს, ასევე მუდმივი წვდომა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ფინანსურ სექტორში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროკრედიტი პერიოდულად მართავს სხვადასხვა სახის კონფრენციებს, ლექციებს თუ სემინარებს, ამ მიმართულებითაც საინტერესო იქნება ჩვენი პარტნიორობა, რადგან ვფიქრობ საინტერესო საკითხების და თემების დაფარვას შევძლებთ, ჯანდაცვასა და ფინანსურ სექტორს შორის არსებული თანაკვეთების კუთხით“, - აცხადებს ევროკრედიტის ოპერაციების დირექტორი ირაკლი წურწუმია.

"ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ევროკრედიტთან, გარდა ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლისა, ნიშნავს ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი და საიმედო ორგანიზაციის პარტნიორობას და მხარდაჭერას. თავის მხრივ სამედიცინო სამართლის ასოციაცია, აქტიურად იქნება ჩართული ევროკრედიტის თუ მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტაში და მათთვის ვალიდური, პროფესიონალური საკონსულტაციო სერვისის მიწოდებაში. ურთიერთთანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ასოციაციას, უფრო აქტიურად და ეფექტურად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, მიმართული ჯანმრთელობის დაცვის სექტორის მონაწილეთა სამართლებრივი განათლების ამაღლებისა და მათი უფლებების დაცვისაკენ“, - განაცხადა „სამეიდიცინო სამართლის ასოციაციის“ პრეზიდენტმა ზურაბ ნიპარიშვილმა.
(R)




























