მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფილარმონიაში გვაქვს გოჭის შეწვის სერვისი, მაგრამ არ გვყავს ორკესტრი...ეს ქვეყნის უთავმოყვარეობაა"

6263a0249624d
მარიამ იზორია
23.04.22 12:23
3380
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი #BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, რომ ორკესტრს ამ დრომდე სახელმწიფო ფილარმონიას არ უთმობს.

როგორც ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითზე მუშაობა მიმდინარეობდა, რაშიც ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩართული, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.

კომპოზიტორის თქმითვე, კულტურის მინისტრი ორკესტრს იმასაც ეუბნება, რომ ფილარმონისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებენ და ამიტომ შენობის გაყიდვასაც განიხილავენ.

„ცაში მყოფმა გაურკვეველმა პირებმა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. საქმე ბოლომდე მიდიოდა, შემდეგ კი ამბობდნენ –  ჩვენს ზემოთ ვერ წყდებაო –  ამის ზემოთ იმავეს გვეუბნებოდნენ და ასე გრძელდებოდა... გამოვიდა ისე, რომ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც შევქმენით, ვერ შედგა.

დედამიწის მასშტაბით ფილარმონია ყველგან არის –  დარბაზი სიმფონიური ორკესტრისთვის – და დედამიწაზე არ არსებობს ფილარმონია, რომელშიც არ არის ორკესტრი - ეს ხდება მხოლოდ საქართველოში.

არც ის არსებობს, რომ ფილარმონიის ფოიეში, განთავსებული იყოს სამშენებლო კომპანიები, გოჭის შეწვის სერვისები, ღამის კლუბები, სპორტ დარბაზები, მაგრამ ის, რაც რეალურად უნდა იყოს, არ არის.

ჩვენ გვაქვს ფილარმონია გოჭის შეწვის სერვისით, მაგრამ არა ორკესტრით - ეს ქვეყნის უთავმოყვარეობაა, როდესაც ამ ამბავს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ვყვები, უკვირთ, როგორ შეიძლება ეს ვინმემ იკადროს.

სახელმწიფო მთავარი საკონცერტო დარბაზისთვის ფულს ვერ ხარჯავს: მაგალითად, კულტურის მინისტრმა ისიც გვითხრა, რომ ფილარმონიას ვერ მოვუვლით და ალბათ კერძო პირზე გავყიდითო. მაგრამ სამაგიეროდ სახელმიწფო Black sea arena-სთვის წლიურად 9 მლნ-ს ხარჯავს, რადგან ის იმ ადამიანის აშენებულია, ვისაც მმართველი პარტია ეკუთვნის“ - განმარტავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები