მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება

60c83c91d336d
BM.GE
15.06.21 10:00
3583
კომპანია "ფილიპ მორის საქართველო" პარლამენტის წევრის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:

„ფილიპ მორის საქართველო“ მრავალი წლის განმავლობაში აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ, რადგანაც ჩვენი ბიზნესი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ დაბეგრილ და აქციზური პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ფილიპ მორის საქართველოს“ აქვს მკაფიო ბიზნეს დამოკიდებულება თამბაქოს პროდუქციით ნებისმიერი უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ. „ჩვენი პროდუქცია იყიდება ლეგალურად იმ ბაზრებზე, რომლისთვისაც შესაბამისი თამბაქოს პროდუქტი განკუთვნილია,“ - განმარტავს იური გორდოკი, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალური მენეჯერი. იური გორდოკი აღნიშნავს, რომ „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ გაყიდულ ნებისმიერ სიგარეტის კოლოფზე ციფრული კოდია დატანილი. შესაბამისად, შესაძლებელია სიგარეტის ნებისმიერი კოლოფის მწარმოებლის დადგენა, ისევე როგორც წარმოების დროისა და მიწოდების სრული ჯაჭვის დაზუსტება.

„უკანონო ვაჭრობას არ აქვს საზღვრები და საჭიროა ეფექტური ზომები ამ საერთაშორისო საფრთხესთან საბრძოლველად, რაც წარმოადგენს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რადგანაც ეს საფრთხე ძირს უთხრის ჩვენს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის მიღწევისაკენ - მომავლისა, ტრადიციული სიგარეტების გარეშე“, - აცხადებს ალვის გიუსტინიანი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უკანონო ვაჭრობის პრევენციის ვიცე-პრეზიდენტი.

ეფექტური რეგულაციები და მათი აღსრულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობასთან საბრძოლველად. რეგულაციები, პროგნოზირებად სააქციზო პოლიტიკასთან კომბინაციაში, ხელს უწყობენ უკანონო ვაჭრობის შემცირებას, სახელმწიფო შემოსავლების ზრდასა და ლეგალური ბაზრის სტაბილიზაციას.

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას განვიხილოთ ზემო აღნიშნული მზარდი პრობლემა, რომელიც საქართველოში თამბაქოს უკანონო ვაჭრობას შეეხება, ისევე როგორც გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაანალიზოთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის სრულად აღმოსაფხვრელად.

„საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია რაც ბიზნეს საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი და ამავდროულად, ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი ვართ. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო გამოწვევისა, ჩვენ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ერთგულნი დავრჩით და გასულ წელს, ოფიციალურად წარვადგინეთ კომპანიის უკვამლო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულმა პროექტმა საქართველოს ეკონომიკას და საბიუჯეტო შემოსავლებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, რადგან აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას მოიცავდა,“- განაცხადა იური გორდოკმა.

პარლამენტში გამართულ დისკუსიებზე რამდენიმე დაუსაბუთებელი სპეკულაცია გაჟღერდა ჩვენი კომპანიის მიმართ. მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები ნეგატიური გზავნილია ქვეყანაში მოქმედი ინვესტორებისთვის და ამავდროულად, ხელს უშლის პოტენციური ინვესტიციების მოზიდვას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგად კი ქვეყანა მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებს კარგავს.

„ფილიპ მორის საქართველო“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, დასაბუთებული, ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსიის მომხრე ვართ. შესაბამისად, კომპანიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, „ფილიპ მორის საქართველო“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები, ინტერესები და ბიზნეს რეპუტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები