მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოში გარკვეული ძვრებია"- ალექსანდრე ძნელაძე

634bb5607d040
თათია კაკიაშვილი
16.10.22 12:00
587
„წლიური ანგარიშის და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოში არის გარკვეული ძვრები და საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით მივდივართ,“ - ამის შესახებ BMG-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

ძნელაძის თქმით, დღესდღეობით კერძო სექტორის გამჭვირვალობა იზრდება, ეს კი ბიზნესებს ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე წვდომას უზრდის და ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. 

„დღეს ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ რომ მხოლოდ ბანკი შეიძლება აღარ იყოს დამფინანსებელი, რადგან თუ სექტორულად გვექნება ინფორმაცია, რა სექტორის მიმართულებით რა მონაცემი გვაქვს და რა საჭიროებებია ამა თუ იმ მიმართულებით, თავისუფლად შეგვიძლია, ვიგულისხმოთ, რომ მათ შორის კაპიტალის და ბაზრის განვითარებასაც მაქსიმალურად შეეწყობა ხელი“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები 25 წელია, გამჭვირვალეა და წლიდან წლამდე გამჭვირვალობის სტანდარტი იზრდება, რასაც თანდათანობით სხვა სექტორებიც მიჰყვებიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები