მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსური გამოწვევები დღეს უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე" - კლუბი KHIDI

6380ce93b2805
ანუკა ჯოხაძე
28.11.22 10:10
859
კლუბები და ბარები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველაზე ადრე დაიხურა და ის ეკონომიკის გახსნის ბოლო ეტაპზე გაიხსნა.

ამ პერიოდში სექტორის წარმომადგენლები მრავალმილიონიან ზარალზე საუბრობდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ კოვიდ-პანდემიის გამო ბაზარი არაერთმა ბიზნესმა დატოვა.

დღეს კი კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე აცხადებს, რომ კლუბები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუდნენ, თუმცა გაზრდილი ფინანსური ვალდებულებებით და ხარჯით.

მისი თქმით, რთულია არსებულ საგადასახადო წნეხთან გამკლავება და გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა.

“საბანკო ვალდებულებები, რაც აქამდე არსებობდა, სამწუხაროდ უფრო გაგვეზარდა და გადახდა გვიწევს. ძალიან რთულია საგადასახადო წნეხთან გამკლავებაც, ყოველთვიურად ძალიან დიდი რაოდენობის თანხას ვიხდით ბიუჯეტში.

ფინანსური გამოწვევები დღეს უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე 2020 წლამდე გვქონდა. კომუნალური გადასახადები იურიდიულ პირებს საოცრად გაეზარდათ, რაც ჩვენს შემთხვევაშ კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორია”, - ამბობს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები