მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინკა ბანკის" ლიკვიდაცია დაიწყო, ის "კრედო ბანკს" შეერწყმება

6176c6c54666e
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.21 19:15
870
"ფინკა ბანკის" ლიკვიდაცია დაიწყო. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბანკის ყველა ანგარიშები გადავა და ავტომატურად აისახება "კრედო ბანკის" ანგარიშებზე. 

"კრედო ბანკმა" "ფინკა ბანკის" შესყიდვის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივლისში გააკეთა. ამ ტრანზაქციის შედეგად, "კრედო ბანკი" ხდება რიგით მეექვსე ბანკი საქართველოში აქტივებისა და საკრედიტო პორტფელის მოცულობით. ივლისშივე სებ-მა "კრედოს" ამ გარიგების განხორციელებისთვის მწვანე შუქი აუნთო. შედეგად, ბაზარზე 15-ის ნაცვლად 14 კომერციული ბანკი დარჩება. 

"დაიხუროს სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ საკორესპოდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, ყველა ვალუტის საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები. სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები ჩაირიცხოს სს „კრედო ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე. ხოლო მინიმალური რეზერვების, სადეპოზიტო და საკორესპოდენტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები აისახოს სს „კრედო ბანკის“ საკორესპოდენტო ანგარიშებზე," - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, "ფინკა ბანკის" აქტივები 290.5 მილიონი ლარი იყო, ბანკს 224 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელი გააჩნია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები