მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფისტას ასოციაცია": 3-4 წელიწადში საქართველოს ადგილობრივი წარმოების ფისტა ექნება

608acc0c12d26
ლიკა გურაბანიძე
30.04.21 09:00
2074
მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, წამყვანი ქვეყნები კი წარმოებას აფართოვებენ. 2020/21 წლების სეზონზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ 1 მლნ ტონას უახლოვდება. წინა სეზონთან შედარებით, წარმოება 40%-ით არის გაზრდილი.

East Fruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო პერიოდში აშშ-ში ფისტის წარმოება 42%-ით გაიზრდება და რეკორდულ 476,000 ტონას მიაღწევს. ამასთან, პროდუქტის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან თითქმის 20%-ით გაიზრდება და 225,000 ტონას შეადგენს. რეკორდული მოხმარების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მარაგიც ამავე ტემპით გაიზრდება.

ფისტის მიმართ ინტერესი საქართველოშიც მზარდია. საქართველოში უკვე დაფუძნებულია "ფისტას ასოციაცია" და გაშენებულია ბაღები, რომელთა ფართობი იზრდება. “საქართველოს ფისტას ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ანგურიძე აღნიშნავს, რომ ქართულ ფისტას მისი ხარისხიდან გამომდინარე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც უდიდესი პოტენციალი აქვს. 

“დაახლოებით 5 წელია, რაც ქვეყანაში ამ კულტურის პოპულარიზაცია დაიწყო. ყოველწლიურად ფისტას ბაღები იზრდება და დაახლოებით 3-4 წელიწადში საქართველოს ადგილობრივი წარმოების ფისტა ექნება. ველოდებით, რომ პირველივე მოსავალთან ერთად საქართველოდან ფისტას პირველი ექსპორტი დაფიქსირდება. თუ ჩვენ ფისტას სხვა კაკლოვან კულტურებს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართულ ფისტასაც საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ქართულ ნაყოფს კარგი კლიმატის და წყლის გამო განსაკუთრებული გემური თვისებები გააჩნია, რაც მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე ზრდის,” - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები