მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლები 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ

5ff321246e679
BM.GE
04.01.21 18:12
911

ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, "ფრონტერას" თანამშრომლებმა ამ მოთხოვნით მორიგი აქცია დედოფლისწყაროში გამართეს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ დაფარა. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დღემდე ვერ მოხერხდა, კომპანია კი ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს. მათი თქმით, სახელფასო დავალიანების გასტუმრება გაზისა და ნავთობის კომპანიის ვალდებულებაცაა, რომელიც კომპანიის 50%-იან წილს ფლობს.

დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებული 84 თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად სამსახურში აღდგენასაც ითხოვს.

როგორც ამბობენ, სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელფასის მიღება მოითხოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები