მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაიღე საქართველოში“ პროგრამით ორ ფილმს გადაიღებენ, მათ შორისაა "შაშვი, შაშვი მაყვალი"

6260247771d1f
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 19:18
906
სსიპ "აწარმოე საქართველოშის" ერთ-ერთი პროგრამის - "გადაიღე საქართველოშის” ფარგლებში, ამ დროისთვის ორი პროექტის განხორციელებაზეა შეთანხმება მიღწეული. ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. ესენია: “1991 პროდაქშენის” ფილმი - “Passage” და “თეიქს ფილმის” - "შაშვი, შაშვი მაყვალი". სააგენტოს ინფორმაციითვე, პირველი - შვედური, ხოლო მეორე - შვეიცარიული კომპანიაა.

"აწარმოე საქართველოში" ასევე აცხადებენ, რომ წელსვე მესამე პროექტის განხორციელებაც იგეგმება, რომლის შესახებაც დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“აწარმოე საქართველოშის” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ პროგრამის შემდგომი განვითარების მიზნით, წელს ლოს ანჯელესში ჩასვლას გეგმავენ.

"სავარაუდოდ, ივნისში ჩავალთ ლოს ანჯელესში და შევხვდებით სტუდიებს, რათა განვაახლოთ ის შედეგები, რაც “ფორსაჟის” გადაღების შემდეგ გვქონდა და ახალ ფილმებზე ვისაუბროთ", - აცხადებს ხიდურელი.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ კომპანიები ახალი ფილმის გადაღებას სიფრთხილით უდგებიან და დასძინა, რომ “დრო არ უნდა დავკარგოთ და კიდევ ერთხელ უნდა ავანთოთ საქართველო მათ რუკაზე”.

რაც შეეხება "გადაიღე საქართველოს", ამ პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს. მათ შეეძლებათ დახარჯული თანხის 20-25% უკან დაიბრუნონ. თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

განგრძობადი პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 5 მილიონ ლარზე მეტია, პროექტი განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები