მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაფრინდაშვილი VS NETFLIX-ის საქმე ჩემ გარეშე არ იარსებებდა" - რუსუდან მაისურაძემ BLB-ი დატოვა

632c02335d0ea
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.22 10:38
4807
იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ კომპანია დატოვა - ინფორმაციას იურისტი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

„ძალიან მიხარია, რომ ნონა გაფრინდაშვილი VS ნეტფლიქსის ძალიან რეზონანსული საქმე არ იარსებებდა ჩემ გარეშე, at least BLB-სთვის.

იდეა პირადად მე მეკუთვნის და როგორც არ უნდა მოინდომოს ვინმემ, ამას ვერ შეცვლის, ვერანაირი პიარით და ყალბი, დადგმული ფოტოებით.

საქმე დახურულია და მე დავტოვე BLB.

გეგმები ჯერ არ მაქვს, ერთადერთი, იმედი მაქვს, უფრო აქტიურად გავაგრძელებ ჩემს სადოქტოროზე მუშაობას, რომელიც ასევე გამოხატვის თავისუფლებაზეა.

წარმატებები BLB-ის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიაღწევენ იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებენ“, - წერს პოსტში მაისურაძე.

BM.GE-სთან საუბრისას იურისტმა კომპანიიდან წასვლის ფაქტი დაადასტურა. თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ნონა გაფრინაშვილი VS „ნეტფლიქსის“ საქმეს, მაისურაძის თქმით, იდეა და საქმის დეტალები სწორედ მისი დამუშავებულია.

ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix - რა შედეგით დასრულდა დავა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები