მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოწერის პაკეტი 9 ლარი ეღირება და მისი გაყოფა 5 მომხმარებელს შეეძლება" - cavea +

6304e9cb4dea6
მარიამ იზორია
23.08.22 22:45
12345
სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე პირველი ქართული, ლეგალური ონლაინ კინოთეატრის „cavea+“-ის სატესტო ვერსია ჩაეშვა, ანუ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კინო მწარმოებლების პროდუქტს ლეგალურად ნახავს. ამ დროისთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია და 1 თვის განავლობაში, იქამდე სანამ cavea+ სატესტო რეჟიმით მუშაობს, ნებისმიერი კონტენტის ნახვა სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.

Bm.ge-სთან "cavea+“-ის ხელმძღვანელი სალომე კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე კონტენტის არასრული ნაწილია წარმოდგენილი, თუმცა "cavea+“-ს ფილმები, სერიალები და ქართული დუბლირება ყოველდღიურად ემატება.

მისივე თქმით, იმის შემდეგ, რაც პლატფორმა სრული დატვირთვით ჩაეშვება, კონტენტის გარკვეული ნაწილი კვლავ უფასო იქნება, ნაწილი კი გამოწერის პაკეტში გადავა, რომლის ღირებულებაც ახლანდელი განსაზღვრით თვიურად ცხრა ლარი იქნება და მისი გაყოფა 5 მომხმარებელს შეეძლება.

„ახლა პლატფორმის სატეტსო ვერსიაა ხელმისაწვდომი. მომხმარებელი უკვე რეგისტრირდება და პირველი პრემიერა, რითაც ვიწყებთ „house of dragon”-ია. რადგან cavea+ ჯერ საცდელია სრულად უფასოა. რაღაც ნაწილი მთლიანად უფასო დარჩება, ნაწილი გადავა გამოწერის პაკეტში, რომლის ღირებულებაც ახლანდელი განსაზღვრით ცხრა ლარი იქნება და მისი გაყოფა 5 მომხმარებელს შეეძლება.

უახლოეს პერიოდში, საუბარია ერთ თვეზე ნაკლებ დროზე, საცდელი ვერსია დასრულდება და სრული დატვირთვით ჩავეშვებით. ერთი თვის განმავლობაში უკვე, როგორც ANDROID-ისთვის, ასევე IOS-ისთვის "cavea+“-ის აპლიკაციაც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ადამიანები კონტენტს მობილურით უმაღლეს ხარისხში ნახავენ“, - ამბობს "cavea+“-ის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები