ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
მხარეებმა იმ მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო ქვეყანას ურბანული, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამების მიმართულებით უწევს.
ამასთან საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, ევროპული ინტერგრაციის კურსს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს განაგრძობს, რომელთა მიზანი, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდაა.

























