მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსაკუთრებული მოთხოვნა რაჭულ „ქუდუნებზეა“ - რეწვის სახელოსნო „ედენა“

63a5a13e1d1cb
მარიამ დემეტრაშვილი
25.12.22 23:15
778
ტრადიციული რეწვის სახელოსნო „ედენა“, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოების გაფართოებას გეგმავს. როგორც მისმა დამფუძნებელმა ლილი მაისურაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ თქვა, გუნდში რამდენიმე ქალის დამატება იგეგმება.

„ედენა“ 2015 წელს რაჭაში, ონის რაიონში დაფუძნდა და მომხმარებელს ქართული რეწვის ნიმუშებს სთავაზობს, მათ შორის: თექას, აბრეშუმზე ხატვას, ჯვარედინ ქარგვას, მინანქარს... დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ მიერ შექმნილ თითოეულ პროდუქტში რაჭული მოტივები იგრძნობა.

„ედენას“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მქონდა; როდესაც სტუდენტობის შემდეგ, რაჭაში დავბრუნდი, ეს იდეა მცირე საგრანტო პროგრამის დახმარებით, ჩემს უფროს მეგობართან ერთად განვახორციელე. ავიყვანე 12 შეგირდი, მათგან 6 ქალბატონი ჩემს სახელოსნოში დარჩა და ერთად შევქმენით „ედენას“ ისტორია. თავიდან ერთ პატარა ნაქირავებ ოთახში დავიწყეთ ბიზნესი და შემდეგ ვიზრუნეთ გაფართოებაზე, რადგან სამუშაოს ვერ ავუდიოდით. ასე იქცა „ედენა“ ერთ დიდ ოჯახად, სადაც ახლა 15-მდე ქალი ერთიანდება“, - თქვა ლილი მაისურაძემ.

მისი თქმით, მომხმარებელში პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებული მოთხოვნა კი რაჭულ ქუდებზეა.

"განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ რაჭულ „ქუდუნებს“. მივიწყებული ტრადიცია იყო და მისი წარმოება ჩვენ აღვადგინეთ. ეს არის ტრადიციული რაჭული თექის ნიმუში, რომელსაც ვაკეთებთ სხვადასხვა ფერში და ვაგზავნით ყველგან. რაჭველებიც ძალიან ხშირად ჩუქნიან ერთმანეთს. ერთგვარად ჩვენი სიმბოლო გახდა“, - ამბობს ლილი მაისურაძე.

წელს „ედენა“ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე UN Women-მა გენდერული თანასწორობისთვის, საკუთარ რჩეულ კომპანიად დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები