მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვები მუდმივად გვეზრდება“ - Lumier's Chimney Cake-ის გეგმები

61e820e44bdcc
მარიამ იზორია
20.01.22 10:34
1291
Lumier's Chimney Cake, რომელიც მომხმარებელს ჯამში ათი განსხვავებული შიგთავსის მქონე ე.წ. ლუმიერსებს სთავაზობს, თბილისში სამი ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია უახლოეს მომავალში 50 000 ლარის ინვესტიციით მეოთხე ფილიალს გახსნის და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრშიც შევა.

როგორც Lumier's Chimney Cake-ის დამფუძნებელი ემილ კურბანოვი bm.ge-სთან აცხადებს, კომპანიის გაყიდვები მუდმივად მზარდია და მაღალი მოთხოვნის გამო Lumier's Chimney Cake-ს ობიექტები თბილის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც გამოჩნდება.

"ლუმიერსის ტკბილეული პირველად ჩეხეთში მოგზაურობისას დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა; მას შემდეგ დავინტერესდი და შემდგომ უკვე იდეა რეალობად ვაქციე. პირველად გაყიდვები მცხეთაში; გარე სივრცეში დავიწყეთ, მაღალი მოთხოვნის გამო უკვე პირველი ფილიალი გავხსენით. ამ დროისთვის 3 ობიექტი გვაქვს და ამ მიმართულებით გაფართოებას ვგეგმავთ. სულ 10 განსხვავებული შიგთავსის ტკბილეული გვაქვს, რომელიც მომხარებელს ძალიან მოსწონს, ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენი გაყიდვები მუდმივად იზრდება“, - ამბობს Lumier's Chimney Cake-ს დამფუძნებელი.

Lumier's Chimney Cake პირველად ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებმა წარმოება მინიმალური 300 ლარის ინვესტიციით დაიწყეს. ამ დროისთვის Lumier's Chimney Cake 20 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ლუმიერსის ფასები შიგთავსის მიხედვით 7-11 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები