მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვების ასოციაციის" გამოფენა - ადამიანები ბიზნესის უკან

BM.GE
16.12.22 10:44
457
სასტუმრო ბილტმორში, გაყიდვების ასოციაციის გამოფენა - ადამიანები ბიზნესის უკან გაიმართა, სადაც 50-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გაყიდვების ასოციაციის გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის მიღმა დგანან. სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად კი ადგილზევე გათვალისწინებული იყო სივრცე ბიზნესს შეხვედრებისთვის. გამოფენის პარალელურად, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო პრიზებიც გაათამაშეს.