მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზრდილი ვალის გამო საქართველოს მოსახლეობამ წელიწადში 2–3 თვეს უფასოდ უნდა იმუშაოს, რომ სესხს მოემსახუროს"

61a38d74396af
BM.GE
28.11.21 18:34
1700
გაზრდილი ვალის გამო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ წლის განმავლობაში 2-3 თვე უფასოდ უნდა იმუშაოს, რომ პროცენტი გადაიხადოს – ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ გადაცემა Forbes Talks განაცხადა.

მისი თქმით, სესხის პროცენტის მომსახურება განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე განვითარებული ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ოსინოვსკის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდი წილი ამ ვალის მომსახურებაზე მიდის.

“როცა საქართველომ სახელმწიფო ვალი(შეფარდება მშპ–სთან) 40%-დან 60%-მდე გაზარდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი წლის 20% უფასოდ უნდა იმუშაო. ანუ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ წლის განმავლობაში 2.5-3 თვე უფასოდ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ამ 20%-ს მოემსახუროს. ვალს, რა თქმა უნდა, შენი შვილები გადაიხდიან, მაგრამ შენ 20% მთელი წლიდან უნდა მოემსახურო ვალს. ანუ 5%-ს, 1/20 მთელი წლის უნდა იმუშაო უფასოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ გადაიხადო პროცენტი”,– აცხადებს ოლეგ ოსინოვსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები