მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ"

6040cf8cb9b97
BM.GE
04.03.21 16:14
1362
საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

„დევნილებზე ზრუნვა, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ყოველწლიურად, იზრდება. დევნილებს, თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ ფართები უკანონდებათ. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები