მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლდანი მოლი": ფართების 97% დატვირთულია, მოიჯარეებს შორის სამოსის მაღაზიები დომინირებს

6444fb313dcdf
ლიკა გურაბანიძე
23.04.23 20:00
1035
“გლდანი მოლში” 2022 წელთან შედარებით 2023 წლიდან კომერციული ფართების დატვირთულობის თვალსაზრისით მდგომარეობა გამოსწორებულია. ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის გენერალური დირექტორი ბესო თეთვაძე BM.GE-სთან საუბრობს.

მისი თქმით, მოიჯარეებისთვის წელს ფასები არ დაუკორექტირებიათ. ამასთან, როგორც ბესო თეთვაძე აღნიშნავს, მოიჯარეები საშეღავათო პერიოდს არ ითხოვენ, რაც სავაჭრო სივრცის გენერალური დირექტორის თქმით, ბიზნესების გამოცოცხლებაზეც მიუთითებს.

“2022 წელს გლდანი მოლი გაყიდვებით 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო 2023-ში მიღებულ მაჩვენებელს 4-7%-ით გადასცდა. მოლის კომერციული ფართების 97% დატვირთულია, გასაქირავებლად მხოლოდ 2-3 ერთეული ფართი დაგვრჩა. მოიჯარეებს შორის სამოსის მაღაზიები დომინირებს",   განმარტა “გლდანი მოლის” გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, 2019 წელს მოლის 40% გაჩერებული იყო. დღეს კი "გლდანი მოლი" 155 მოიჯარეს ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები