მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლდანში მოუწესრიგებელი ქუჩების გამო 4 თვეში დაიღუპა 1 და დაშავდა - 26 ადამიანი" - გიგლა მიქაუტაძე

5f97e50e9c8cc
ინგა მურუსიძე
27.10.20 12:53
600
"ლელოს" გლდანის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ ბრიფინგი გამართა და შსს-დან მიღებული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

მიქაუტაძის ინფორმაციით, შსს-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ივნისი-სექტემბრის ჩათვლით 24 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ ტერიტორიაზე, სადაც დაშავდა - 26 და დაიღუპა - 1 ადამიანი.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, გლდანის ქუჩების რეაბილიტაცია წელიწადნახევარია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ქუჩები არც კი დაუხაზავთ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზია.

“აქ ხდება ყოველდღე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა იმიტომ, რომ გზები არის მოუწესრიგებელი, ხოლო მანქანები მოძრაობენ ქაოტურად. ჩვენ ჯერ კიდევ სექტემბერში მივმართეთ მერიას, რომ ეს პროექტი მიეყვანა ბოლომდე. მას შემდეგ გავიდა 2 თვე და დღემდე ამ მდგომარეობაშია ეს ქუჩები. ამის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით დაგვეხაზა ქვეითთა გადასასვლელი რა დროსაც პოლიციამ გაგვაჩერა, გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა საქმე ის არის, რომ არც ის აკეთებს, ვისი საქმეცაა. მერია არის უმოქმედო და უუნარო, მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემა. დახაზულიც კი არ არის ეს ქუჩები იმისთვის, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იმოძრაონ,” - განაცხადა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები