მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"GMP/GDP სტანდარტები იმპორტ-ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელებაში დაგვეხმარება" - ასოციაცია

6154554e8e968
ინგა მურუსიძე
29.09.21 22:30
625
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ წარმომადგენელი, ირინა ჭელიძე აცხადებს, რომ GMP/GDP-სტანდარტებზე გადასვლა ფარმაცევტულ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, რომ იმპორტ-ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს, რაც საქართველოს ეკონომიკასაც წაადგება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც დღეს ფარმაცევტული კომპანიების და საწარმოების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარე ზაალ კაპანაძეს შეხვდნენ.

აქვე ჭელიძე აცხადებს, რომ მწარმოებლებს დასჭირდებათ ძალიან ბევრი ინვესტიცია, რომ მიაღწიონ იმ სტანდარტებს, რასაც სახელმწიფო ითხოვს.

„მე ვსაუბრობთ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის სახელით, რომელშიც შედის „ავერსი რაციონალი“, „GMP” და სადისტრიბუციო კომპანიები. ჩვენი ასოციაციების მოთხოვნა ყოველთვის იყო, რომ ეს სტანდარტები დაწესებულიყო ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთებთ სამუშაო ჯგუფს, მოვამზადებთ კადრებს, რომ სტანდარტებზე გადასვლა შევძლოთ.

დარგი ძირითადად კერძო ინვესტიციებით არის შექმნილი და ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დახარჯული იმისთვის, რომ დარგი აქამდე მოსულიყო. ის, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ახალ სტანდარტებზე, მოსახლეობისთვის არის საჭირო. ახალი სტანდარტები დაგვეხმარება იმაში, რომ იმპორტ-ექსპორტი შეუფერხებლად განვახორციელოთ, რაც ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება“, - განაცხადა ირმა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების დაცვის მოთხოვნა შედის ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები