მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღონისძიება უკვე დავგეგმეთ“ – „ხიდი“ სტუმრებს „მწვანე პასპორტს“ ისევ მოსთხოვს

620cc8c99199f
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 14:06
708

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია მუშაობას მარტიდან განაახლებს. კერძოდ, კლუბებს მუშაობის განახლების უფლება 5 მარტიდან მიეცათ, თუმცა სტუმრების რიცხვი შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს. “როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”,- წერია მთავრობის ადამინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

“ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე ამბობს, რომ მათთვის მისაღებია 60%-იანი დათქმით მუშაობის გაგრძელების უფლება და მარტიდან ღონისძიებებს ჩაატარებენ. მისივე თქმით, “ხიდი” სტუმრებს ქვეყანაში გაუქმებულ “მწვანე პასპორტსაც” მოსთხოვს.

"არსებული ეპიდემიოლოგიურისიტუაციიდან გამომდინარე ეს მოთხოვნა <60%-იანი დატვირთვით მუშაობა> რელევანტურია და როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს რეგულაციაც დიდი ალბათობით მოიხსნება. ჩვენი მხრიდან ვინარჩუნებთ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნას და დავაკვირდებით შემდეგი ორი კვირა მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ნაწილში სტუმრებს ვთხოვთ აცრას, ან  ბოლო 6 თვეში გადატანილი ვირუსის დოკუმენტს და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტს. 5 მარტს უკვე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი”, - ამბობს ებრალიძე.

გასული წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ რამდენიმე კლუბი მათ შორის “ხიდი” 10 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც ებრალიძე ამბობს ამ ეტზე ჯარიმების ჩამოწერაზეც მიმდინარეობს მთავრობასთან კონსულტაცია.

“იმედია რომ ეს ჯარიმები გადაიხედება და ჩამოიწერება. ორი წელია არ გვიმუშავია და დამატებითი ფინანსური ტვირთი მკვეთრად აუარესებს ჩვენს მდგომარეობას. ასე რომ, იმედია ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ”, - მბობს სოფო ებრალიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები