მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გორგასალი პირველი ქართული სამაგიდო თამაშია, რომელიც Boardgamearena.com-ზეა განთავსებული" - BGERAGames-ის გეგმები

636bcfd7d36dd
მარიამ იზორია
10.11.22 12:16
1180
სამაგიდო თამაშების ქართული სტარტაპი BGERAGames-ის თამაში „გორგასალი“ სამაგიდო თამაშების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლატფორმაზე Boardgamearena.com-ზე განთავსდა. ინფორმაციისთვის, Boardgamearena.com პლატფორმაა, სადაც ათასობით თამაშია განთავსებული და დღეში საიტით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

BGERAGames-ის დამფუძნებელი ნიკა ნადირაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ სამაგიდო თამაში „გორგასალი“ „Amazon”-ზე იყიდება და ის უკვე 6 ენაზეა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება სტარტაპის ახალ მეორე თამაშს - „მეგალომანიას“ ნიკა ნადირაძის თქმით, ის „Amazon”-ზე 2023 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

„გორგასალი მეგობრებმა ენთუზიაზმითა და სამაგიდო თამაშების სიყვარულით შევქმენით. საქმე ისე წავიდა, რომ გორგასალი „Amazon”-ზეც აღმოჩნდა. სულ რამდენიმე კვირის წინ კი Boardgamearena.com-ზეც გამოვჩნდით. „გორგასალი“ პირველი ქართული სამაგიდო თამაშია, რომელიც ამ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

პანდემიის გამო რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა არ გავჩერდით და მეორე თამაში „მეგალომანიაც“ შევქმენით. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის საზღვრებს ისიც გაცდება და „Amazon”-ზე განთავსდება. ქართული ბაზარი ძალიან მცირეა ამ მიმართულებისთვის. მაგალითად, ჩვენი სტარტაპის გაყიდვები 10-ჯერ მეტია საერთაშორისო ბაზარზე, ვიდრე საქართველოში“, - ამბობს სტარტაპერი.

BGERAGames-ის დამფუძნებელი „საქმიან დილაში“ სტარტაპის გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, BGERAGames-ი ახალ თამაშებზეც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები