მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანდ ელექტრონიქსმა" ახალი ფილიალი რუსთავი მოლში გახსნა

634414e50822c
BM.GE
10.10.22 17:01
859
მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი - „გრანდ ელექტრონიქსი“ განაგრძობს გაფართოებას და ახლა უკვე დედაქალაქის მასშტაბებსაც სცდება. კომპანიამ ბაზარზე რეგიონალური განვითარება დაისახა მიზნად და 23 სექტემბერს, რუსთავი მოლში ყველაზე დიდი ფილიალი გახსნა.



კომპანიისთვის ეს რიგით მეხუთე, თბილისის ფარგლებს გარეთ კი პირველი ფილიალია, რომელიც რუსთავი მოლის -1 სართულზე მდებარეობს. მაღაზია თავისი კონცეფციითა და დაგეგმარებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კატეგორიების მიხედვით დაყოფილი სივრცეებითა და პროდუქტების ეფექტური განლაგებით, მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსხვილი, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ციფრული მიმართულების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, პრემიუმ და ბიუჯეტური ღირებულების საერთაშორისო ბრენდები. შესაბამისად, აკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის, მოთხოვნებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელს.

მაღაზიაში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: LG, TOSHIBA, SAMSUNG, MIDEA, BEKO, ARDESTO, PHILIPS, FRANKO, BOSCH, NINJA, HYUNDAI, ARISTON, WARMHAUS, PARANOSIC, XIAOMI, OUKITEL, BERETTA, ELECTROLUX და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გრანდ ელექტრონიქსი მომხმარებელს დისტანციურად შოპინგის საშუალებასაც აძლევს. კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზია www.grandel.ge, სადაც შეგიძლიათ, შეარჩიოთ სასურველი ნივთი და მიიღოთ იგი მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრანდ ელექტრონიქსი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი შეთავაზებები და მომსახურების მაღალი ხარისხი შესთავაზოს. კომპანიამ დაარსების დღიდან არაერთი ერთგული მომხმარებელი შეიძინა, რაც განვითარების დამატებით ძალად და მოტივაციად იქცა. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნაც იგეგმება.

თბილისში გრანდ ელექტრონიქსის ფილიალები მდებარეობს: საბურთალოს სითი მოლში, ისთ ფოინთში, მეგალაინსა და გლდანში. ახლა კი ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას უკვე რუსთავიდანაც გააგრძელებს.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები