მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გთხოვთ წარმატებული დიასპორელები ქართულ ეკონომიკაში ჩართოთ" - ბექა ოდიშარია საგარეო საქმეთა მინისტრს

635170968dc9e
BM.GE
20.10.22 20:20
741
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია წარმატებული დიასპორელების ქართულ ეკონომიკაში ჩართვას ითხოვს. მან მინისტრის საათის ფორმატში ილია დარჩიაშვილს გამოსვლის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, რომ დიასპორელების გააქტიურება მაქსიმალურად მოხდეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან ასევე თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები უკვე განხორცილებულია იმ ადამიანებში, რომლებიც  საზღვარგარეთ სწავლობენ და წარმატებული დიასპორელების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო იქნება.

„აღნიშნულ საკითხზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს უკვე მივმართე ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს და მან მე აღმითქვა დახმარება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ეს ნაბიჯები, რათა იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, როგორც წარმატებული დიასპორელების, ასევე იმ ხალხის, ვინც მუშაობს მსხვილ კომპანიებში. გთხოვთ წარმატებული დიასპორელების ფორუმის გამართვას საქართველოში და მათ ჩართვას ქართულ ეკონომიკაში.

ამაში ერთადერთი პარტნიორი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსია, რომელსაც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ამ პროექტების განხორციელებაში. რაც მთავარია, ჩვენი ევროპელობა და ჩვენი ეს ევროპული მისწრაფებები უკვე განხორცილებულია იმ ადამიანებში, რომლებიც სწავლობენ და შრომობენ საზღვარგარეთ,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები