მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდაურში ქაოსური მშენებლობა არ ჩერდება" - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

6398475799602
ნინი ლონგურაშვილი
13.12.22 23:09
647
“გუდაურს უკვე ინვესტორის მოძიება უჭირს” - ასე აფასებს საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გეგა სალუქვაძე ზამთრის კურორტების განვითარება/განაშენიანების საკითხს.

როგორც მან BMG-ისთან განაცხადა, გუდაურში ქაოსური მშენებლობა არ ჩერდება.

“არის პოზიტიური მოვლენები და არის ნეგატიურიც. ვიცით, რომ ბაკურიანი 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რისთვისაც ინფრასტრუქტურა მოეწყო და ბაკურიანი შედარებით გათანამედროვდა და გაიმართა, მაგრამ მეორე მხარეს ნეგატიური მოვლენებია. გასაგებია, რომ სათხილამურო ტრასები მოეწყო და საბაგიროებიც მწყობრშია, მაგრამ ბაკურიანის განაშენიანებას თუ შევხედავთ, სრული ქაოსია ამ მიმართულებით, იგივე ხდება გუდაურშიც.

მართალია გუდაური ჯერ არ არის ასეთ შედეგამდე მისული, მაგრამ მასაც იგივე ელის, რაც ბაკურიანს. გუდაურში პირდაპირ მთები ითხრება, რელიეფიც ვერ აჩერებთ კერძო პირებს და გუდაურიც იგივე საფრთხის წინაშეა, რაც ბაკურიანს დაემართა. ამას გარდა, ინვესტორის მოძიება უჭირს გუდაურს, და რაც მთავარია, რეგიონში ჩნდებიან კონკურენტები, ჩვენ კი ასეთი განაშენიანებით ვერანაირ შედეგზე ვერ გავალთ. რეიტინგს სულ უფრო კარგავს. სამშენებლო კუთხით მძიმე მდგომარეობაა, ამას გარდა, უნებართვოდ დგამენ ჯიხურებს ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი შეთანხმების და პროექტირების გარეშე. მთის კურორტებს დღეს გრძელვადიან კაპიტალზე წვდომა ესაჭიროებათ, და არა ის, რომ ჯიხურიდან დღეს 10 ლარად გავყიდი ყავს. ეს ვერ განავითარებს კურორტს", - ამბობს გეგა სალუქვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები