მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვექნება წამახალისებელი პაკეტი" - როგორ გეგმავს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას?

5ed8c793a8657
ინგა მურუსიძე
04.06.20 14:03
821
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს - ადგილობრივი წარმოების წახალისება და დიდი ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების კომპანიების გადმოყვანა საქართველოში.

თურნავას თქმით, ეს ყველაფერი ასახული იქნება პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

„დღეს პრემიერმა ისაუბრა თავის შესავალ სიტყვაში პოსტკრიზისულ სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება ჩვენი განახლებული საინვესტიციო პოლიტიკა. ვიტყვი, რომ ორი ძირითადი მიმართულებაა: ეს არის ადგილობრივი წარმოების წახალისება ისე, რომ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე შემცირდეს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ასევე ჩინეთიდან და სხვა ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოებები და გლობალური კომპანები გადმოვიყვანოთ ჩვენთან. ამისთვის იქნება კონკრეტული, წამახალისებელი პაკეტი, რაზეც სტრატეგიის ფარგლებში ვისაუბრებთ“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები